Thursday, July 24, 2014

ტრენინგის შეჯამება

    ჩატარებულ ტრენინგებს  შორის,  რასაც  კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი  სასწავლო  კურსი  ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება.  გავეცანით  რვა მოდულს.

     პირველ  დღეს  გავეცანით  ინტელის ძირითადიკურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , შევქმენით   ბლოგი.
     მეორე დღეს   მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ  ბუკლეტები. ვისწავლეთ   ბლოგში სურათის  ჩაცმა.
   მესამე დღეს  გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.  გავიგე,  რა არის მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები .
   მეოთხე დღეს   განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ  დროში გაწერილი  გეგმები, შევისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  პორტფოლიოს  შექმნა  და ბლოგზე გადატანა.
       მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები  ბლოგზე,  შევქმენით  მოსწავლის ნიმუშის  ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის   სათაურის შეცვლა,   ბლოგის წაშლა,  აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
      მეექვსე დღეს    გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას,  შეფასებებს,  ვიმუშავეთ ბლოგზე.
   ტრენინგის  მე- 7  დღეც საინტერესო  გამოდგა.ამ  მოდულში გავეცანით,   რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იყოს  ყველა  მოსწავლის საჭიროება.   ვისწავლეთ   ბლოგის  გაჯეტში   საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
     მერვე დღეს  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსი. გადავხედეთ  პორტფოლიოს, ავტვირთეთ   ბლოგზე.
       ტრენინგის  მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების  ჩასმა.   შევქმენით ალბომი  და გადავიტანეთ  ბლოგზე.   ბოლოს  ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ  წარადგინა  პროექტი.
   პედაგოგებმა  ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის  სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან  ამ პროგრამით  21-ე  საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს  ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც  დღევანდელი სლოლა წარმოუდგენელია.მე  კი,  პირადად , ჩემ  მიერ შეძენილ ცოდნას  გამოვიყენებ  მასწავლებლის  პორტფოლიოს  შესაქმნელად.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგი დავიწყეთ  გამეორებით:ფასილიტაცია, გაჯეტები, პორტფოლიოს ატვირთვა.   შევისწავლეთ ბლოგში  გვერდების ჩასმა,ასევე  ფოტო  ალბომის შექმნა და  ბლოგზე  გადატანა.  ამასთან ერთად ტრენერმა გვასწავლა,   როგორ უნდა წავშალოთ გვერდი.  შემდეგ  თითოეულმა მონაწილემ   პროექტები  წარადგინა.

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე


გამეორება
ფასილიტაციის რესურსის შექმნა
პროექტის საქაღალდის  გადახედვა
პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა

     ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა.ვიმუშავეთ მოსწავლეთა ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე. ასევე გადავხედეთ პროექტის საქაღალდეს და მოვამზადეთ ასატვირთად.ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა ძალიან საიტერესოა და ძალიან მომეწონა.


Monday, July 21, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

გამეორება
ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
პროექტის გეგმაზე მუშაობა
რეფლექსია


ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინების მიხედვით სამუშაო გეგმის მინუშების შექმნაზე.. მაქსიმალურად დავხვეწეთ  პროექტის  სამუშაო  გეგმა. შევავსეთ გეგმის სასწავლო პროცედურების და მოვახდინეთ დღის რეფლექსია.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

1. გამეორება
2. შეფასება
3. მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა
4. გეგმების გადახედვა
   
      დღევანდელი ტრენინგი დაიწყოპ გამეორებით, ერთხელ კიდევ გავიმეორეთ შესწავლილი მასალები, ვნახეთ პროექტორზე...
      გასაკუტრებით მომეწონა სეფასების რუბრიკები, ტრენერის მითითები ვნახეტ სეფასებები რომლებიც ჩვენი პროექტის მიზნებს შეესაბამებოდა, შევიტანეთ შესწორებეები, მოვარგეთ მიზნებს, თემას.
       საინტერესოა მოსწავლის პრეზენთაციაზე მუშაობა, სოსწავლისთვის საიტერესოა ნიმუში, ზუსტი დახმარება, რომელიც გაუადვილებს მუშაობას , მისი მიმართება პროექტისადმი გახდება მიზანმიმართული და საინტერესო.
       გადავხედეთ გეგმებს, ხვალინდელი დღი ინტენსიური მუშაობისთვის.
        ჩემო მკითხველო, დაუსრულებლა მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო, ახალი სასწავლო წლიდან ჩემი მუშაობა გახდება სახალისო და დაინტერესო.. 

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე  დღე საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები,ასევე სხვის ბლოგზე როგორ გავაკეთოთ კომენტარი ,.ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ სურათი ბლოგში, შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში.ტრენერმა გვასწავლა ბლოგში სათაურის შეცვლა, წაშლა, სურათისა   და გამოკითხვის გაჯეტის ჩასმა.
 ვთვლი,რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.შესწავლილ მასალას წარმატებით გამოვიყენებ ახალი ბლოგის შესაქმნელად.
   

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე


ტრენინგის მეოთხე დღე, როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.ტრენერმა გაგვაცნო შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება პროექტის მიმდინაერობის პროცესში.გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმის შედგენას.ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება და მისი გადატანა ბლოგზე.